ლავროვი: თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩათრევას” განაგრძობს, რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს
იმ შემთხვევაში, თუ ნატოს ალიანსში საქართველოს „ჩათრევის“ მცდელობა ექნება, რუსეთი შესაბამის ზომებს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება მან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრი სანაკოევთან შეხვედრისას გააკეთა.
“საქართველოს “გაუთავებელი ჩათრევა” ნატოს ალიანსში კვლავ აქტუალურია”, – განაცადა ლავროვმა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნატოში “ჩათრევის” მცდელობა კავკასიაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რუსეთი აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს.