“რუსეთს ყოფილი საბჭოთა სივრცის სრულად დაპატრონება აქვს გადაწყვეტილი”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის კუთხით გააქტიურებისკენ მოუწოდებს. როგორც ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რუსეთის ქმედებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც რუსეთი ყოფილი საბჭოთა სივრცის აღდგენას გეგმავს.
“უფრო მეტი მუშაობაა საჭირო და უფრო მწვავედ უნდა დაისვას საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ახლა დასავლეთი სხვანაირად მოქმედებს. აუცილებელია გააქტიურება ამ კუთხით. რუსეთს აქვს გადაწყვეტილი ყოფილი საბჭოთა სივრცის სრულად დაპატრონება, ის აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში და ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას,” – აცხადებს დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები