წულუკიანი: ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების დე იურე ანექსია ვერ მოახერხოს
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის გასაფორმებელი ე.წ. ხელშეკრულება რუსეთის მხრიდან დე ფაქტო ანექსიისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წუუკიანმა გააკეთა.
მისივე განმარტებით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების დე იურე ანექსიას ვერ მოახერხებს.
„ეს, როგორც აფხაზეთის შემთხვევაში ითქვა, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელება და დე ფაქტო ანექსიისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების დე იურე ანექსია არასდროს, არ და ვერ მოახერხოს, რომელთა დეოკუპაციასაც იმედია, დავიწყებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რუსეთი დღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს.