მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს „ვალს“ უბრუნებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში კახა ბენდუქიძის მოდელით უნივერსიტეტის შექმნას გეგმავს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“მე აქ უნივერსიტეტს ვქმნი. შთაგონების წყარო კახა ბენდუქიძეა და უნივერსიტეტს კახას მოდელით ვქმნით. უკვე ვიპოვეთ ინვესტორები. მაგარი რაღაც გამოვა უკრაინელ ახალგაზრდებთან ერთად. იმედია, ქართველებსაც ჩამოვიყვანთ. ეს იქნება ჩემი ვალის გადახდა უკრაინასთან. მე აქ ვისწავლე მაშინდელ ყველაზე კარგ უნივერსიტეტში. კარგად მასწავლეს და ახლა მინდა ვალი დავუბრუნო – შევქმნა ისეთი რაღაც, სადაც უკრაინელებსაც და ქართველებსაც ასწავლიან მომავალში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები