მიხეილ სააკაშვილი: უკრაინაში ეკა ზღულაძე უყვართ და იგი უკრაინაში ბრენდად იქცა

უკრაინის პროკურატურაში დავით საყვარელიძესთან ერთად ქართველი იურისტი გიზო უგულავაც იმუშავებს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა, თოქშოუ “არჩევანისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა .
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის მთავრობაში დანიშნული ქართველების საქმიანობა დადებითად შეაფასა.
“ის, რაც აქ ხდება, ძალიან ნაცნობია ჩვენთვის. უკრაინელებს ძალიან უნდოდათ აქ გამოცდილი ქართველი პროფესიონალების ჩამოყვანა. მაგალითად, გეტყვით, რომ აქ ძალიან მოსწონთ და უყვართ ეკა ზღულაძე, შეიძლება ითქვას, ბრენდად იქცა უკრაინაში. ეკა იწყებს ახლა პატრულის რეფორმას. ძალიან რადიკალურ რეფორმებს ატარებს. მას აქვს სრული მანდატი და საზოგადოების ნდობა. ანტიკორუფციული პაკეტი სრულად ქართველებმა მოამზადეს. გიორგი ვაშაძე, ზურაბ ადეიშვილი, გიზო უგულავა ჰყავდათ ჩამოყვანილი. ძალიან ჩქარობდნენ ისინი ქართველების ჩამოყვანას. დათო საყვარელიძე დღეს მივიდა პროკურატურაში. მას ჩააბარეს პროკურატურის წმენდა, რადგან იქ არის რთული კორუფციული ფონი, რაც ჩვენთან იყო,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები