უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება და თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ირჩევენ. “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევა.
იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მაშინ პრეზიდენტმა პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს. პარლამენტი ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესის ვადებით შეზღუდული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები