გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის მომდევნო შეხვედრა თებერვლის ბოლოს შედგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს შორის მომდევნო შეხვედრა თებერვლის ბოლოს პრაღაში შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობით, კარასინსა და აბაშიძეს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მხარეებმა მომდევნო შეხვედრის თარიღსა და რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები