„ჯარის პოლიტიზება 2004 წელს დაიწყო, რის გამოც, გამოგონილი მიზეზებით, 3 000- ზე მეტი ოფიცერი სამსახურიდან გაუშვეს“

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინიტრმა დავით თევაზაძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თავადცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებსა და უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. თევზაძის განცხადებით, 2004 წლიდან ქართულ ჯარში პოლიტიზება დაიწყო და დღემდე გრძელდება. ყოფილმა მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელ საკადრო წმენდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოგონილი მიზეზებით 3 000-ზე მეტი ოფიცერი სამხედრო სამსახურიდან გაუშვეს.
„ჯარის პოლიტიზება 2004- ში დაიწყო და დღემდე გრძელდება. წინა ხელისუფლების დროს 3 000- ზე მეტი ოფიცერი გამოგონილი, არარსებული მიზეზებით გაუშვეს სამსახურიდან, აქედან 2 000 ერთი ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. მსგავსი პროცესები ანგრევს ჯარს. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დღეს ძალიან მცირე მასშტაბის ღონისძიებებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და ისიც სხვისი ხელმძღვანელობით. რაც შევძელით, კარგად ვნახეთ 2008 წელს. სად წავიდა ამ წლების განმავლობაში ამდენი სახსარი და დრო?“- აღნიშნა თევზაძემ.
თევზაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი კარგი მენეჯერი კი არა, პროფესიონალი სამხედრო უნდა იყოს, რომელსაც ბევრი მენეჯერი ეყოლება. თუმცა ყოფილი მინისტრი იმ ვარიანტსაც უშვებს, რომ თავადაცვის უწყების ხელმძღვანელი კარგი პოლიტიკოსი იყოს, მაგრამ დაუშვებლად მიაჩნია თავდაცვის ძალებს პოლიციის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდეს.
„2008 წელს მართვა სწორედ იმიტომ ჩამოიშალა, რომ გენერალური შტაბის უფროსი პოლიციის ოფიცერი იყო. თავიანთი ბიოგრაფიის მიხედვთ არც ჯანელიძეს, არც ალასანიას, არც ოქრუაშვილს, არც ბარამიძეს და არც ბაჩო ახალაიას არ შეუძლიათ სამხედრო უწყების მართვა და სამხედრო მოქმედებების განხორციელება. ისინი ამ საქმის პროფესიონალები არ არიან“,- აღნიშნა დავით თევზაძემ.
ყოფილმა მინისტრმა წინა ხელისუფლების დროს ჯარში დაწყებული „ნადირობა“ გაიხსენა და ალასანია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების მიმართ უმოქმედობაში დაადანაშაულა.
„2009 წელს ჯარში კუდიანებზე ნადირობა დაიწყო. მიზეზი რომ ვერაფერი უპოვეს სამხედროებს, შარი მოსდეს შენ აქ სწავლობდი და შენ აქო. ყველა ოფიცერი ნაომარი და საზღვარგარეთ გადამზადებაგავლილი იყო, მაგრამ უგონებდნენ მიზეზებს, რომ მერე ათასობით ადამიანი დაეთხოვათ. ირაკლი ალასანიას კარგი შანსი ჰქონდა, რომ მათთან სამუშაო კონტრაქტები არ გაეწყვიტა და ამ ადამიანებს პენსიის მიღება მაინც შეძლებოდათ. მათი უმრავლესობაა ისე დაითხოვეს, დღეს პენსიასაც ვერ იღებენ. დღემდე სამინისტროს 20-დან 30 მილიონამდე აქვს თავდაცვის უწყებიდან დათხოვნილი ადამიანების ვალი“,- აღნიშნა დავით თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები