ზვიად კვაჭანტირაძე: პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა დებატების ფორმატში არ უნდა წარიმართოს

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დებატების ფორმატში არ უნდა წარიმართოს.
„პრეზიდენტი დღეს სხვა ფუნქციებით მოქმედებს. შეიძლება პოლიტიკური დებატები პრემიერ-მინისტრის გამოსვლას მოჰყვეს, მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლაზე დებატების გამართვა საჭიროდ არ მიმაჩნია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ.
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. განხილვის ერთ-ერთი თემა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის ფორმატი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები