ქართველი დეპუტატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 18-20 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლები საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე მოხსენებებს მოისმენენ, დისკუსიას გამართავენ და სხვადასხვა მიმართულებებზე რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეები სპეციალურ სხდომას უკრაინის კრიზისს და მის მოგვარებაში ეუთოს როლის მნიშვნელობას დაუთმობენ.
საპარლამენტო დელეგაცის წევრები, თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, გიორგი ვოლსკი და გიორგი წერეთელიზამთრის სესიაზე საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის პარალელურად, მნიშვნელოვან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ. 19-20 თებერვალს ქართველი კანონმდებლები ეუთო-ს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორს, ადამ კობერაცკის; მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, დუნია მიატოვიჩს;ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერ, კარლ-ჰაინც კოპვის და ეუთო-ში სერბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები