რატომ დაუფარა ივანიშვილმა ვასაძეს 300 -მილიონიანი ვალი?
ლევან ვასაძე “მხედრიონის” დროს შევარდნაძის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი იყო და ჯაბა იოსელიანის კაბინეტიდან არ გამოდიოდა, – აღნიშნულის შესახენ საგაზეთო ინტერვიუში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საუბრობს.
“ვასაძე იმ დონეზე დაუმეგობრდა ივანიშვილს, რომ მისთვის 300 მილიონი საბანკო ვალი დაუფარავს იმისთვის, რომ კარგად შეფუთოს და წინა პლანზე გამოიყვანოს. თუ ჩვენი ხალხი კიდევ ახალ მილიონერს გაყვება, ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება. ამ ჩოხა-ახალუხში შეფუთულ მილიონერს იქით “ბაგრატიონის” ქარხანა აქვს, აქეთ გაუხსნია სკოლა, სადაც გადასახადი 10 ათასი ლარია. რას ასწავლის ამისთანას, ვერ გავიგე. ვასაძე ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც აფინანსებს მღვდელმთავრებს. ეს მღვდელმთავრები იმუშვებენ მრევლზე. ეს გააკეთა თავის დროზე ბიძინამ, დააფინანსა ინტელიგენციაც და მივიღეთ დამანგრეველი სიურპრიზი. მივმართავ მღვდელმთავრებს, მიხედეთ სულიერებას, თავი დაანებეთ პოლიტიკური პარტიების ფუნქციის შესრულებას”, – აცხადებს ნათელაშვილი.