“ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა მითხრა, საქართველოს იმედი ლევან ვასაძეაო“

ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა მითხრა, საქართველოს იმედი ლევან ვასაძეა და მეტი ვერავინ გამოასწორებს სიტუაციასო, – ამის შესახებ მწერალი ირაკლი კაკაბაძე “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. “ამერიკაში პოლიტიკოსები სხვადასხვანაირები არიან. მიშა სააკაშვილს რენდი შუნემანის საშუალებით ნაყიდი ჰყავს მაკკეინის და „რესპუბლიკელების“ მიმართულება, დიკ გეპჰარტის საშუალებით ე.წ. ბაიდენის მიმართულება, ტონი პპოდესტას საშუალებით კლინტონების ხაზი და ასე შემდეგ. ეს არ არის ამერიკის ლობისტების მიერ წარმოებული პოლიტიკა. ფული, რომელსაც ამ ლობისტებს უხდიან, იარაღის და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობითა და ადამიანების დამონებით ნაშოვნი ფულია. აქედან გამომდინარე, ახალმა ხელისუფლებამ ამერიკასთან ურთიერთობა ვერ დაალაგა კი არა, არ დაალაგა. ეს ერთი მხარეა, მაგრამ აქვე ჩნდება სხვა საკითხი, – თუ ურთიერთობას არ ალაგებ, მაშინ ნუ ჩარევ საკუთარ საქმეებში ნურავის. ამათ პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანა დაიქცეს და სააკაშვილი ისევ გაამართლონ. ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა მითხრა, საქართველოს იმედი ლევან ვასაძეა და მეტი ვერავინ გამოასწორებს სიტუაციასო“, – აცხადებს კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები