გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაფართოებული თათბირი შედგა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელებს, მათ შორის, ახლად დანიშნულ დირექტორებს შეხვდა და პენიტენციური სისტემის პრობლემები განიხილა.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც დაწესებულებებში სასჯელაღსრულების რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და იმედი გამოთქვა, რომ დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად წაადგება სისტემის გაჯანსაღების პროცესს.
გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები