ადვოკატი: კიწმარიშვილის საქმეში საეჭვო პირები გამოჩნდნენ
პროკურატურას ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე ახალი ინფორმაცია აქვს და შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს – ამის შესახებ კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს.
ადვოკატის თქმით, მნიშნვნელოვანი დეტალები უწყებამ მათი მოთხოვნით ჩატარებული დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვა. იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა სწორედ ეს გახდეს საქმის გადაკვალიფიცირების საფუძველი.
საუბარია საეჭვო პირებსა და პირთა წრეზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ.
„გამოძიებამ ჩვენ მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვანი სახის ინფორმაცია მიიღო, რომელიც აუცილებელია გადამოწმდეს.
საუბარია, კონკრეტული პირების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ საეჭვო პიროვნებები არიან. ამ პირთა წრის შესწავლა ეროსი კიწმარიშვილის საქმის გადაკვალიფიცირების წინაპირობა უნდა გახდეს“,- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. ადვოკატი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებტან ერთად პროკურატურაში მისვლას დღეს გეგმავს.