სუჯაშვილმა და ციბენკომ უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ ისაუბრეს
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილ ციბენკოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. საბჭოს მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინელი ხალხის არჩევანის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველოს კარგად ესმის უკრაინის, რადგან მისთვის ანალოგიური პრობლემები კარგად არის ცნობილი.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე უკრაინაში, როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველო-უკრაინის ურთიერთობების უფრო გაღრმავებისთვის.
„მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს მთავრობა პირველი იყო ვინც ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა უკრაინაში, ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომისას, ჩვენი უკრაინელი ბავშვები საქართველოში რეაბილიტაციისთვის ჩამოიყვანა. ჩამოსული იყო ორი ვიცე – პრემიერი და ვემზადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისთვის“, – განაცხადა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვასილ ციბენკომ და საბჭოს მდივანს დავით სუჯაშვილს მადლობა გადაუხადა.