ადვოკატი: ირაკლი ფირცხალავას და გია სოსანაშვილს უბრალოდ პოლიციური ნაცნობობა ჰქონდათ

იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ირაკლი ფირცხალავასთან მეგობრობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. მანვე, სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სოსანაშვილი პოლიციაში ირაკლი ფირცხალავამ მიიღო.
„ესაა სიცრუე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ირაკლი ფირცხალავასთან მხოლოდ პოლიციური ნაცნობობა აკავშირებდა“, – აღნიშნა სოსო ჯოგლიძემ.
შეგახსენებთ, რომ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა იური ვაზაგაშვილის შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული პირია. ფირცხალავა სოსანაშვილამადე რამდენიმე დღით ადრე დააკავა პროკურატურამ. სოსანაშვილის დაკავების შემდეგ კი გაჟღერდა ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების დღეს, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ სოსანაშვილმა მისი ტელეფონით ირაკლი ფირცხალავას დაურეკა. ადვოკატის მტკიცებით, სოსანაშვილს სურდა ძველი ნაცნობისთვის დღესასწაულები მიელოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები