ალასანია რურუა-ბაქრაძესთან კოალიციის შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მომავალი არჩევნებისთვის შეიქმნება ახალი კოალიცია, სადაც ირაკლი ალასანია, დავით ბაქრაძე და ნიკა რურუა შევლენ.
როგორც ალასანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის თოქ-შოუ “არჩევანში” განაცხადა, მისი პარტია არცერთ კოალიციაში შესვლას არ აპირებს და არჩევნებში დამოუკიდებლად იბრძოლებს.
“ამ გავრცელებულ ჭორს საფუძველი არ აქვს. ცალკეულ და ქვეყნისათვის ფუნდამენტურ საკითხებზე ბუნებრივია საზოგადოების წევრებთან და ცალკეულ პიროვენებთან შეხება გვექნება, თუმცა „თავისუფალი დემოკრატები“ მარტო გავლენ არჩევნებზე. პოლიტიკურად ჩვენ მარტო ვიბრძოლებთ და ვთვლით, რომ ჩვენ ვართ ის ალტერნატივა, რომელიც მომავალ არჩევნებში ივანიშვილს გუნდს დაამარცხებს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.