საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, რომელიც ზოგან 20-25 მეტრ/წამამდე გაძლიერდება. ჰაერის სავარაუდო ტემპერატრურა იქნება: დაბლობში +11,+16; მთაში +6,+11; მაღალ მთაში 0,+5 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად მოსალოდნელია ნალექი, მთაში – თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურაა: ბარში +1,+6; მთაში 0,+5 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში -2 გრადუსი ყინვა, +3 გრადუსი სითბო.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. დაუბერავს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება.