გოგლა ჟვანია: ზურას პანაშვიდებზე ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტის წევრობას მთავაზობდა

ჩემი ძმის პანაშვიდებზე ხათუნა გოგორიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტის წევრობას მთავაზობდა, – ამის შესახებ „კვირას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ განუცხადა. ამით ჟვანია ყოფილი მთავარი პროკურორის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მურთაზ ზოდელავამ გოგლა ჟვანიას მედროშე უწოდა.
„ეს ადამიანები პანიკაში და ისტერიკაში არიან, რას ლაპარაკობენ თვითონაც არ იციან. როდესაც მათ კონკრეტულ შეკითხვებზე პოასუხი არ აქვთ, ცდილობენ სადღაც გადახტნენ და გამოდმოხტნენ, ამოსვარონ ლაფში გარდაცვლილები, ჩემი ძმა მყავს მხედველობაში და რაულ უსუპოვი. ეს არის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი კა-გე-ბეს მეთოდი და ეს მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად შეისისხლხორცა.
იქ ძალიან კარგად ვიცით, რა სცენა იყო დადგმული. ოჯახის პოზიცია 10 წლის განმავლობაში ნათელი იყო. მუდმივად ვითხოვდით ექსპერტების ჩამოყვანას, მურთაზ ზოდელავასთვის ალბათ წარმოუდგენელია, როდესაც ძმას გიკლავენ და შემდეგ კიდევ რაღაცას აბრალებენ. რა მედროშეობას მაბრალებს? საერთოდ მედრეშეობა ცუდი არ არის, ვიღაცას წინ უნდა გაუძღვე. ზოდელავა რა მედროშეობაზე საუბრობს, წარმოდგენა არ მაქვს.
ახლა ისეთ რაღაცას გეტყვით, რაც არადსდროს ჟურნალისტისთვის არ მითქვამს. 2005 წელს, როდესაც ზურას პანაშვიდები მიმდინარეობდა, ხათუნა გოგორიშვილი მოვიდა და პარლამენტის დეპუტატობას მთავაზობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით, რასაც არ დავთანხმდი“, – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პარლამენტის დეპუტატს გოგლა ჟვანიას მედროშე უწოდა.
“გოგლა ჟვანია ფაქტიურად მედროშე იყო ამ მოვლენების. ეს მისი არჩევანია. ის ესწრებოდა ჩაჩუას მიერ განხორციელებულ პროცედურას. მაშინ არ გასჩენია კითხვები. მას დაცვის ბიჭების მიმართ არ ჰქონია კითხვები. მას ეს ყველაფერი არ აწუხებს. ამიტომ ეს ადამიანი და მისი შეფასებები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები