ეკა ბესელია: კურტანიძე საპარლამენტო მუშაობის მხრივ უფრო საინტერესო იქნება

ლუკა კურტანიძე საინტერესო საპარლამენტო მუშაობის კუთხით იქნება, – ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია კურტანიძის პარლამენტში შესვლის საკითხს.
“მე მის სიმამაცეში, პრინციპულობაში, მოქალაქეობრივ პოზიციებსა და სიმტკიცეში ეჭვი არ მეპარება. რაც შეეხება მის საკანონმდებლო მუშაობას, რამდენადაც ის აქტიური ადამიანია, ვფიქრობ, შეარჩევს იმ მიმართულებას და პროფილს, რომ მისი საკანონმდებლო საქმიანობა უფრო საინტერესო გახდება”, – აღნიშნავს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, პარლამენტის გარდაცვლილი წევრის თამაზ ავდალიანის ადგილმონაცვლე კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ლუკა კურტანიძეა. დეპუტატი თამაზ ავდალიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები