ბრიტანული გამოცემა სვანეთს ზღაპარს ადარებს და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
ბრიტანული გამოცემა wildfrontierstravel.com მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. სტატიის ავტორი სვანეთს ზღაპარს ადარებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, სვანეთი ყველაზე იდუმალებით მოცული მთის რეგიონია საქართველოში, სადაც ზღაპრები რეალურ ცხოვრებაში გადადის.
„სვანეთი, ყველაზე იდუმალებით მოცული მთის რეგიონი საქართველოში, აქ ზღაპრები რეალურ ცხოვრებაში გადადის. სვანეთი ცნობილია ქვით ნაშენი სახლებით და კოშკებით, რომელსაც თავდაცვის ფუნქცია ჰქონდა. ამ რეგიონში თავისუფლების საოცრად მოყვარული ხალხი, სვანები ცხოვრობენ. აქ ტურისტული მარშრუტები თითქმის გაუკვალავია. სვანეთში მოგზაურობენ ველური და ნამდვილი ბუნების მოყვარულები. რა თქმა უნდა, ეს ტური მხოლოდ სვანეთით არ შემოიფარგლება. ზოგადად საქართველო სხვადასხვა ქვეყნებს შორის ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტია. საქართველო ცნობილია: კერძებით, ღვინით, მთებით, ეკლესიებით, სტუმართმოყვარეობით, მდიდარი ისტორიით. ამ ყველაფრით საქართველო მოგზაურობისათვის საუკეთესოა. უმჯობესია თქვენ თვითონ ეწვიოთ და დარწმუნდეთ“,- წერს ავტორი.