რატომ აპატია ვალერი გელაშვილმა მერაბიშვილსა და კოდუას მისი უმოწყალო ცემა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქალაქო სასამართლოში მოწმეების დაკითხვა დაიწყო.
როგორც გელაშვილი გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას აცხადებს, ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს ერეკლე კოდუას ცემა აპატია.
“სასამართლოშიც დავაფიქსირე, რომ მაგათ ვაპატიე. ვაპატიებ, თუ აღიარებენ. მიშა ისეთი სულელი და გიჟი და სულიერად დაავადებული პირია, ვიღაცას უარი რომ ეთქვა ოპერაციის შეუსრულებლობაზე, შავ დღეს დააყრიდა”, – აცხადებს გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები