შსს- მ საქართველოს საზღვარზე იანვრის თვეში გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საზღვარზე, იანვრის თვეში, გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
2015 წლის იანვრის თვე 309 467 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3 %-ით ნაკლებია.
ა) ტურისტი – 111 622 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%); ბ) ტრანზიტი – 58 028 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%); გ) სხვა – 139 817 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%). აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წლის იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობამ წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად იმატა.