გოგა ხაინდრავა: ფილმში იქნება კადრები, სადაც ჩანს სააკაშვილ-მერაბიშვილის ქცევები…

ფილმში, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიან მმართველობაზე გოგა ხაინდრავას რეჟისორობით შეიქმნება, მონაწილე მსახიობთა ვინაობები გასაიდუმლოებულია. რაც შეეხება მთავარ გმირს, რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ფილმის მთავარი გმირი ქართული საზოგადოება – ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ზეწოლას განიცდიდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიან მმართველობაზე შექმნილი მხატვრულ ფილმი მრავალსერიანი იქნება, დაახლობით 200 სერია და იგი GDS-ზე გავა.
“ამ სერიალის მთავარი გმირი იქნება ქართლი საზოგადოება – ყოფილი პოლიტპატიმრები, ის ადამიანები, რომლებმაც გამოიარეს ციხე, იმ ოჯახების წევრები ვის კისერზეც გადატყდა ის უბედურება, დაზარალებული ადამიანები”, – განაცხადა გოგოა ხაინდრავამ “ტელეიმედის“ გადაცემა “კვირის თემაში“ გასულ სიუჟეტში. ფილმის გადაღება დაწყებულია, სერიები ეთერში ოქტომბრიდან უნდა გავიდეს. “ეს თემა ჩემთვის კინემატოგრაფიულად მზად არის, მე ამ კინოს მთელი ამ წლების მანძილზე ვიღებდი, ვიღებდი, როცა მთავრობის სხდომებზე ვიჯექი და იქ სააკაშვილი შემოდიოდა, როგორ იქცეოდა მერაბიშვილი, მე როგორც თევზი წყალში ისე ვარ ამ თემაში“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები