არჩილ თალაკვაძე: ვახტანგ გომელაური არ არის ის მინისტრი, რომელიც სამინისტროს სიებით მართავს

ვახტანგ გომელაური არ არის ის მინისტრი და ის ადამიანი, რომელიც სიებით მართავს სამინისტროს, – ეს განცხადება მინისტრის მოადგილემ მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც ვახტანგ გომელაურმა ”ნაციონალურ მოძრაობასთან” და გახმაურებულ საქმეებთან შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა სია მოითხოვა და რის საფუძველზეც უწყებაში საკადრო ცვლილებები დაანონსდა.
არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და თუ გამოიკვეთება ჩვენი სამინისტროს თანამშრომლების ბრალეულობა შესაბამისი გადაწყვეტილება აუცილებლად მიღებული იქნება.
„ვახტანგ გომელაური არ არის ის მინისტრი და ის ადამიანი, რომელიც სიებით მართავს სამინისტროს, იცით რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუკი გამოიკვეთება ჩვენი რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა, აუცილებლად იქნება ადეკვატური გადაწყვეტილება მიღებული.
ცნობილია, რომ იმ შეკითხვების გამო, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა არაერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა თანამდებობა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები