4 თებერვლიდან ამინდი გაუარესდება

დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში 4 თებერვლიდან ამინდი გაუარესდება.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროში განუცხადეს, 4 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმის სახით ნალექი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი მოთოვს.
“ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 17-დან 22, ხოლო აღმოსავლეთში 13-დან18 გრადუსამდე გათბება, დედაქალაქში კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ხვალ 16 გრადუსი იქნება.
3 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექია მოსალოდნელი. 4 თებერვლიდან გაწვიმდება დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის ქარი. მაღალ მთაში კი ითოვებს“, – განუცხადეს “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები