ადვოკატი: იური ვაზაგაშვილის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ მოპოვებული

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ მოპოვებული, – ამის შესახებ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქმე თავისი შინაარსით და ბუნებით ძალიან რთულია, ამიტომ მის გახნასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.
„საგამოძიებო ორგანოებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ მოპოვებული, ხდება ამ ინფორმაციის ოპერატიული დამუშავება და შესაბამისი თანმდევი პროცესები. იური ვაზაგაშვილის საქმეში ნაკლებად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან თავისი შინაარსით და ბუნებით არის უმძიმესი საქმე, არამარტო ჩვენი დონის ქვეყანაში, შესაძლებელია სხვა ქვეყნაშიც, მაგრამ მთავარია, რომ არ იშურებენ ძალისხმევას“, – განაცხადა ჭკადუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები