ირაკლი შოთაძე: ვერანაირი ძალა პროკურატურაზე გავლენას ვერ მოახდენს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას და მისი თანაგუნდელების მიერ, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე პროკურატურის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე გამოეხმაურა. ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ წამყვანი დაინტერესდა, რას ფიქრობს შოთაძე ალასანიას გუნდის მიერ საგამოძიებო უწყების და მთავარი პროკურორის მისამართით გაჟღერებულ კრიტკაზე.
“ეს პიროვნებები დაკავებულნი არიან როგორც სახელმწიფო მოხელეები. მათ თანამდებობით ისარგებლეს და გაფლანგეს სახელმწიფოს კუთვნილი თანხა. აპელირება იმაზე, რომ რაღაცა თუ მოხდება, ან არ მოხდება, ვიღაცა რაღაც ზომას მიიღებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ვერავინ და ვერანაირი ძალა პროკურატურაზე გავლენას ვერ მოახდენს. არსებობს სასამართლო და მან უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური დემაგოგია”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები