ხვალ თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი
ხვალ, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 იანვარს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს.
მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება შენარჩუნდება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +15,+20; მთაში +10,+15; მაღალ მთაში +5,+10 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა უნალექოდ მოიმატებს. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურაა: ბარში +9,+14; მთაში +6,+11; მაღალ მთაში +3,+8 გრადუსი სითბო.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს — უნალექოდ. იქროლებს სუსტი ქარი.