კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი კიევში შეხვედრებს მართავენ

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრ აივარას აბრომავიჩუსთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები.
გადაწყდა, რომ ივნისის თვეში ქალაქ ბათუმში გაიმართება ორი ქვეყნის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნება საქართველო-უკრაინის ეკონომიკური კავშირების წახალისების კონკრეტული მიმართულებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები