აქტუალური დონეცკში 12 ადამიანი გარდაიცვალა – პრიხოდკომ “კვირასთან” მომხდარზე ისაუბრა (ფოტოკოლაჟი 18 +) 🕑 17:28 30.01.2015 36 დონეცკის არაღიარებული “ხელისუფლების” წარმომადგენელმა ივან პრიხოდკომ “კვირას” ქალაქში მომხდარი აფეთქების შესახებ აცნობა.მისი განცხადებით, დონეცკში დღეს 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. “გიდასტურებთ, რომ დღეს, დონეცკში 12 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 8 ადამიანი უშუალოდ კუბიშის რაიონში ავტობუსის აფეთქების შედეგად დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა 29-ს აღწევს”, – განუცხადა “კვირას” პრიხოდკომ.საკუთარი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მან აფეთქების შედეგების ამსახველი კადრებიც გაავრცელა და ბოდიში მოიხადა მსგავსი “სისხლიანი” კადრების განთავსებისთვის, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებას ამ ტერაქტის შესახებ აუცილებლად უნდა სცოდნოდა.აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალურ კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. კომენტარები კომენტარი 36 გაზიარება FacebookTwitterTelegramWhatsAppViberEmailPrint