საკრებულოში მერიის წარმომადგენლებმა სამი საკითხის თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქონების მართვისა და საფინანსო-საიბუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელსაც ჯაბა სამუშია თავმჯდომარეობდა, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხის თაობაზე ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.
სხდომაზე ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კანდელაკმა საკრებულოს წევრებს ნაძალადევის რაიონის გამგეობისათვის 2015 წლის თებერვლის თვის უფასო კვებით (უფასო სასადილოებით) მომსახურების გამარტივებულ შესყიდვაზე დადებითი რეკომენდაციის თხოვნით მიმართა. მეორე საკითხი, რომელიც დეპუტატებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოუდგინა, 2014 წლის შესრულებული და გაუნაღდებელი სამუშაოების დაფარვის გამო, ნაძალადევის რაიონისათვის მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა სამედიცინო და მედიკამენტების ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით ასიგნებების კვარტალური გადანაწილება იყო. დღესვე დეპუტატებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის და ქვეპროგრამების (4.7.3 კოდი) ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის შეთანხმების თაობაზეც იმსჯელეს.
ქონების მართვისა და საფინანსო-საიბუჯეტო კომისიის წევრებმა შესაბამისი განმარტებების მიღების შემდეგ სამივე წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელსაც ჯაბა სამუშია თავმჯდომარეობდა, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხის თაობაზე ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.