ალექსანდრე ვერშბოუ: საქართველოს ჯარი საუკეთესოებს შორისაა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, საქართველოს ჯარი საუკეთესოებს შორისაა.
როგორც ვერშბოუმ ვაზიანში განაცხადა, ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობით ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ.
“ჩემთვის შთამბეჭდავია ის წვრთნა, რაც ვაზიანში მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ. მოხიბლული ვარ მათი პროფესიონალური უნარებით. ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიებაა და კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რაც ხშირად მომისმენია ნატო-სა და ამერიკელი მეთაურებისგან, რომ საქართველოს ჯარები საუკეთესოებს შორისაა. ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობით. ამ არმიას მომავალში დიდი პოტენციალი აქვს “, – განაცხადა ვერშბოუმ.
მისივე თქმით, საქართველოში მომავალ თვეს ნატოს სასწავლო ცენტრის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ექსპერტები ჩამოვლენ.
“ეს იქნება ერთ-ერთი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, რომელსაც ნატო საქართველოსთან ერთად შექმნის მომავალი თვეების განმავლობაში. მომავალ თვეს ექსპერტები ჩამოვლენ”, – განაცხადა ვერშბოუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები