„კითხვები, რომელიც ჩნდება სამოქალაქო სექტორში მყოფი პირების მიმართ, ნორმალურია“

საპარლამენტო უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, ბიძინა ივანიშვილის მიერ მათზე ზეწოლის შესახებ, არ ეთანხმება და ყოფილი პრემიერის მხრიდან ყოველგვარი ზეწოლის გამოვლინებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, უარყოფს.
ეკა ბესელიას განცხადებით, კრიტიკა იმ საზოგადოების მიმართ, ვინც თავად სხვების კრიტიკით არის დაკავებული, გასაკვირი არ უნდა იყოს და ზეწოლად არ უნდა ფასდებოდეს.
„ბიძინა ივანიშვილი დღეს არ არის ხელისუფლების წარმომადგენელი. ის არის სამოქალაქო საზოგადოებაში და აძლიერებს სამოქალაქო სექტორს. კითხვები, რომელიც ჩნდება სამოქალაქო სექტორში მყოფი პირების მიმართ, ჩვეულებრივი და ნორმალურია. თუ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, აკრიტიკონ ივანიშვილი ან სხვა პოლიტიკოსები, რატომ არ აქვს იგივე უფლება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დღეს არ არის ხელისუფლებაში,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დაასახელა და განაცხადა, რომ მათი საქმიანობის შესწავლას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები