პრემიერმა მთავრობის წევრებს მეტი მობილიზებისკენ მოუწოდა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მეტი მობილიზებისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს მიმართა, რომ ყოველი თვის დასაწყისში მთავრობის სხდომაზე წარმოადგინონ ანგარიში იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება ბიუჯეტი.
მისი თქმით, ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება, რადგან მსოფლიოში გარკვეული ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს.
“ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ მე მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს საკითხი დავაფიქსიროთ. ვიცი, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია სამუშაო ჯგუფები, თვითონ გადიხართ ხარჯვით ნაწილს, ყველგან ეფექტურად უნდა დავხარჯოთ და ჩვენი სამინისტროების დიდი მობილიზება უნდა მოვახდინოთ. ეს წელი არ იქნება მაინცდამაინც დალხენილი წელი, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში გარკვეული ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო გაათმაგებული მობილიზებით უნდა შევხვდეთ ამ გამოწვევებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უწყება არგუმენტების გარეშე ვერ მოახდენს თანხების ათვისებას, ან ეფექტურად გახარჯვას, პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, ეს თანხები მიმართული იქნას სარეზერვო ფონდში და სხვა უწყებებისთვის და სხვა მიმართულებით მიზნობრივად გამოიყენონ.