ბიძინა ივანიშვილი: მთავრობის და ღარიბაშვილის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ

მთავრობის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ, – აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
“მთავრობის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მთავრობამ გაიგო, რომ ხალხს უნდა უსმინოს. ხან ღარიბაშვილს ესხმიან თავს… რას ერჩიან ამ მთავრობას ვერ გავიგე… რა ფუჭდება, რა არ კეთდება?! რას უნდა აკეთებდნენ და ვერ აკეთებენ ცალკეული სამინისტროები, ან ცალკე აღებული პრემიერი. აღმავლობის ეტაპი იწყება საქართველოში, ოღონდაც ჩვენი, ქართული ემოციურობით არ უნდა შევხედოთ მოვლენებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები