ნინო ბურჯანაძე: დღეს ქვეყანაში არეულობა, უპირველეს ყოვლისა, “ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს
დღეს ქვეყანაში არეულობა, უპირველეს ყოვლისა, ,,ნაციონალურ მოძრაობას აწყობს, ამის შესახებ განცხადება პარტია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ასავალ-დასავალთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის მთავრობაში ,,ნაციონალების“ დანიშვნა საქართველოში მეორე ,,მაიდნის“ სამზადისზე მიანიშნებს.
,,ნაციონალები“ ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ იმ უბედურებით ისარგებლონ, რაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობით დატრიალდა. ვის ტვინში შეიძლებოდა მოხარშულიყო ასეთი ცინიზმითა და სისასტიკით ვაზაგაშვილის მკვლელობა, ძნელი მისახვედრი არ არის. არც ის არის ძნელი გამოსაცნობი, ვის აწყობს დღეს საქართველოში დესტაბილიზაცია და არეულობა. დღეს ქვეყანაში არეულობა, უპირველეს ყოვლისა, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხელს.
და კიდევ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დღეს, უკრაინაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ გაფეტიშება – ეს არის საქართველოში ,,მაიდნის“ მოწყობის სამზადისი“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.