“მოქმედმა თანამშრომლებმა გამოძიებასთან აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ”
თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის დეკემბერში მისი მთავარი პროკურორობის დროს დაიწყო.
“ასეთი ფიგურანტები არასოდეს არ იყვნენ საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღებები და თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრობლემა ამათში დევს, მაშინ ძალიან არასწორი გზით მიდის და საზოგადოებას არასწორ სურათს აჩვენებს. პრობლემა აქ არ დევს. ისინი მაშინ და იმედს ვიტოვებ, რომ დღეს არა, უბრალოდ გამხმოვანებლები იყვნენ. მათ არავინ კითხავდა ამ საქმეზე ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. ისინი პროცედურულად რაღაც დოკუმენტებს აფორმებდნენ და ახლა მთავარი აქცენტის გადატანა მათზე, როგორც ამ ამბის შემქმნელებზე, უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საქმის გაუფასურებაა”, – განაცხადა “იმედთან” ინტერვიუში მწარიაშვილმა.