თეა წულუკიანი: ალექსანდრე ჭიკაიძემ პასუხისმგებლობა იგრძნო

ალექსანდრე ჭიკაიძის  გადადგომის შესახებ პირველი შეფასება იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ შს მინისტრმა სწორი და გაბედული ნაბიჯი გადადგა:

„სექტემბრის თვიდან მოყოლებული, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საქმე სამართლიანობის გზაზე დააყენოს და ეს თავად ბატონმა იურიმაც იცოდა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვართ ძლიერი ხელისუფლება, იმიტომ რომ თვალწინ აგვიფეთქდა ისეთი ადამიანი, როგორიც იყო იური ვაზაგაშვილი. სწორედ ეს პასუხისმგებლობა იგრძნო ალექსანდრე ჭიკაიძემ და მან გაბედული და სწორი ნაბიჯი გადადგა“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა  გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.
ჭიკაიძის მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები