პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, თარიღი პარლამენტის აპარატთან შეთანხმდება.
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის გადავადებას, საპარლამენტო მდივნის განმარტებით, ამით კანონი არ ირღვევა.
“გადავადება გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, რომელიც კანონის ძალის მატარებელი აქტია და რომელიც ამბობს, რომ როგორც წესი, წლიური გამოსვლა იმართება საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, როგორც წესი’კი გამონაკლისებსაც გულისხმობს. თუ გადავავლებთ თვალს უკანასკნელი პერიოდების მოხსენებებს, ყოველთვის ცოტა მოგვიანებით ხდება ხოლმე პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში”, – აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
რაც შეეხება მოხსენების შემდეგ დებატების გამართვის საკითხს, კვერენჩილაძის თქმით, ქვეყნის პირველი პირი ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობისთვის მზადაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები