ნინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლება ვერ გამოიძიებს ამ ფაქტს, ეს იქნება სირცხვილი

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის დაღუპვა არის გამოწვევა მთელი საქართველოსთვის. მისი თქმით, თუ ხელისუფლება ვერ გამოიძიებს ამ ფაქტს, ეს იქნება სირცხვილი.
„ეს არის გამოწვევა, რომელიც ეკუთვნის სრულიად საქართველოს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოვლენები შეიძლება ძალიან მძიმედ და ძალიან ცუდად განვითარდეს. პასუხისმგებლობა, უპირველოს ყოვლისა, ეკისრება ხელისუფლებას იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რასაც ეს ადამიანი ითხოვდა. თუ ხელისუფლება ვერ გამოიძიებს ამ ფაქტს, ეს იქნება სირცხვილი და ამ ხელისუფლების დასაწყისის დასასრული“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები