დავით ბაქრაძე: პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა რიგითი მოვლენა არ გახლავთ
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის უპატივცემულობა საზოგადოების უპატივცემულობა იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დებატებს ითხოვს.
“პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა და ყოველწლიური მიმართვა არ გახლავთ რიგითი მოვლენა – ეს არის მიმართვა ქართული საზოგადოების მიმართ, ეს არის მიმართვა ჩვენი ხალხის მიმართ და ეს არის მიმართვა, სადაც პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს, როგორი იქნება ქვეყანა მომავალი ერთი წლის განმავლობაში. ამიტომ მთავრობისა და უმრავლესობისგან ამ მიმართვის დაკნინება და მისი უპატივცემულობა არის ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის უპატივცემულობა. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ შედგეს სრულფასოვანი გამოსვლა და სრულფასოვანი დებატები ამ გამოსვლის შემდეგ”, – აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე შეფასებით, საკითხი არ ეხება კონკრეტულად გიორგი მარგველაშვილს და ის ეხება საზოგადოების პატივისცემას.