ეკა ბესელია: პროკურატურასთან კომუნიკაცია დაბარების გარეშეც არის შესაძლებელი

საქართველოს პარლამენტში პროკურატურის წარმომადგენლების შესაძლო დაბარების საკითხს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა.
როგორც ბესელიამ განაცხადა, მას არც მთავარ პროკურორთან და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციისა და მათგან ინფორმაციის მიღების პრობლემა არ აქვს.
„მე, პირადად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს არც მთავარ პროკურორთან, არც შსს მინისტრთან მათ დასაბარებლად და მოსაწვევად განსაკუთრებული პროცედურები არ მჭირდება იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს, და ამას ხშირად ვაკეთებ, მაქვს მათთან მუდმივი სამიანი შეხვედრა, საუბრები და კონკრეტულ საკითხებზეც მსჯელობა. მათ შორის ბოლო საუბარიც სწორედ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მქონდა მთავარ პროკურორთან სწორედ იმ დღეს, იმ დილით, როდესაც მოხდა ეს ძალიან მძიმე და უბედური შემთხვევა“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები