პარლამენტის თავმჯდომარე მოსალოდნელ საკადრო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აანონსებს

პარლამენტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებისას მოსალოდნელ საკადრო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აანონსებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საგაზაფხულო სესია ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით იქნება დატვირთული.
რაც შეეხება მთავრობის წევრების დასწრებას პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხზე უახლოეს დღეებში გააკეთებს განცხადებას.
„საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებით გთხოვთ მობრძანებას უახლოეს დღეებში, სადაც შევეხებით ყველა იმ თემას, რომელიც უკავშირდება პარლამენტის მომავალ საქმიანობას. ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რადგან საგაზაფხულო სესია პარლამენტში ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით იქნება დატვირთული და ყველა საკითხზე  ძალიან მალე ვისაუბრებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები