ელისეის სასახლეში მსოფლიო ლიდერთა შეკრება დასრულდა
პარიზში, ელისეის სასახლეში ფრანსუა ოლანდის ინიციატივით გამართულ შეხვედრას 50 ქვეყნიდან ჩასული სახელმწიფო ლიდერები დაესწრნენ.
მათ შორის იყვნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბრიტანეთის პრემიერი დეივიდ კემერონი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, პოლონეთის პრემიერ მინისტრი და და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
მოგვიანებით ლიდერები ერთიანობის მარშს შეუერთდნენ.
უსაფრთხობას სპეცრაზმი და სნაიპერთა ქვედანაყოფები უზრუნველყოფენ, რომლებიც დილიდან ქალაქის ცენტრში სახურავებზე არიან განლაგებული.
გარდა ამისა დედაქალაქში მობილიზებულია 2500–მდე სამართალდამცველი.
მათ ლიდერთა უსაფრთხოების გარდა ერთიანობის მარშის მონაწილეთა დაცვაც ევალებათ.