„აშშ საქართველოსთან მიმართებაში თავის ურყევ პოზიციაზე რჩება“

  პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, შეხვედრა საქართველო-ამერიკის ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორც უსუფაშვილმა განმარტა, ეს შეხვედრა იმის დემონსტრირება იყო, რომ საქართველომ ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეინარჩუნა.
„გუშინ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არა მხოლოდ მნიშვნელობას, არამედ მის ახალ ეტაპზე გადაყვანას. საქართველომ მოახერხა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ მისი კიდევ უფრო გაღრმავება. გუშინდელი მოვლენა ამის დემონსტრირება იყო. ეს გვაძლევს იმის გარანტიას, რომ შეერთებული შტატები რჩება თავის ურყევ პოზიციაზე საქართველოსთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოში, ჩვენს გეოპოლიტიკურ გარემოში, ჩვენს სამეზობლოში, შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში უცვლელი რჩება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები