„ღარიბაშვილის და ობამას შეხვედრა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“

  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განუცხადა. თამარ სანიკიძის განცხადებით, პრემიერის აშშ-ში ვიზიტი კარგად მიმდინარეობს.
“ვფიქრობ, მთელი ვიზიტი კარგად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, შედეგი აუცილებლად მოჰყვება ობამასთან შეხვედრას და ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ამის გარდა, კიდევ არაერთი საინტერესო შეხვედრა აქვს დაგეგმილი პრემიერს. თუ ერთიანად შევაფასებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ძალიან კარგად მიდის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები