თეა წულუკიანი: კოტე კუბლაშვილმა საქმიანობა კრახით დაასრულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა საქმიანობა კრახით დაასრულა. მინისტრის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის საქმიანობას თაობები შეაფასებენ და კოტე კუბლაშვილის საქმიანობას შესაბამისი სახელი დაერქმევა.
“მართლმსაჯულების მესვეურმა საქმიანობა წარუმატებლად და კრახით დაასრულა”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა კუბლაშვილის საქმიანობის შეფასებისას.
რაც შეეხება მომავალ კანდიდატს, წულუკიანს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი მის მოწოდებას გამოეხმაურება და იგი დაიწყებს მთავრობასთან, საპარლამენტო უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან კონსულტაციას, რათა უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის შემცვლელი ფიგურა იყოს ყველასთვის მისაღები. „არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის იქნება ადამიანი, რომელსაც ჩავაბარებთ ჩვენი შვილების ბედს, სასამართლოს ბედს, ჩვენი ქონების, ბიზნესის და კეთილდღეობის ბედს. ამიტომ ის, თუ ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და იმედია, ეს ყველას სათანადოდ ესმის,” – განაცხადა თეა წულუკიანმა საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მიხედვით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს პრეზიდენტის წარსდგინებითა და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი ირჩევს 10 წლის ვადით. მოქმედ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს 10 წლიანი ვადა 2015 წლის 23 თებერვალს ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები