სოსო ჯაჭვლიანი: საქართველოში დედის გინება ტყვიის სროლაზე უარესია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს. როგორც სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ დარბაზში გაჟღერებული რეპლიკა არასწორად გაიგო, რასაც მისი მხრიდან უწმაწური გინება მოჰყვა.
„არავის შეუგინებია, როცა ბობოხიძე მოგვმართავდა, თქვენ მალე თქვენს დედა-რუსეთში გაიქცევითო, ვიღაცამ დაუძახა, რუსეთი დედაშენიო და ამაზე თვითონ კაკოიამ ატეხა დედის გინება, რის გამოც მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა.
საქართველოში დედის გინება ტყვიის სროლაზე უარესია. ვეკითხები ამერიკელებს, ევროპელებსაც, რუსებსაც და აზიელებსაც – თქვენ როგორ იქცევით, როცა ტყვიას გესვრიან. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ქვეყანის პარლამენტში ასეთ უზრდელობასა და შეურაცხყოფას ზუსტად ასეთი ამბავი მოჰყვება, რაც ჩვენთან მოხდა. დიახ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ „ნაციონალებს“ გამჩენი არ ასვენებთ და „გაიჩალიჩეს“. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაიკმინდონ ხმა. ამ უწმინდურებმა, რომლებიც 9 წლის განმავლობაში საქართველოს ნამუსს ხდიდნენ. ძალიან დიდი შეცდომა იყო პარლამენტის ვიცე – სპიკერად ბარამიძის არჩევა და ყველაზე დიდი შედომა კი მაინც ის არის, რომ საზოგადოებას დღემდე ვუმალავთ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ კადრებს, რომლებზეც მამაკაცების გაუპატიურება და „ნაციონალი“ ჯალათების გაუგონარი სისატიკე არის აღბეჭდილი. ჩემი ნება რომ იყოს, ამ კადრებს საქართველოს კინო- თეატრებში დიდ ეკრანზე გავუშვებდი“, – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები