გიორგი მღებრიშვილმა ბათუმის №3 დაწესებულების დირექტორი წარადგინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმის №3 დაწესებულების დირექტორი წარადგინა.
ბათუმის ციხეში მინისტრმა ციხის დირექტორის თანამდებობაზე კახა გველესიანის დანიშვნის შესახებ თანამშრომლებს დღეს აცნობა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, კახა გველესიანი ბოლოს მუშაობდა №2 დაწესებულებაში დირექტორის მოადგილედ და იმედი აქვს, რომ ბათუმის №3 დაწესებულების დირექტორის პოსტზე წარმატებით იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები